რა დროს დაიწყება სამეფო ოჯახის ქორწილის ცერემონია და რა გზით შეძლება დღესასწაულზე დასწრება

13:43 05-16-2018
438

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონია, 19 მაისს, შაბათს, ლონდონის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება.   

ჟურნალ "ELLE"-ს წარმომადგენლებმა, წლის ქორწილის ცერემონიაზე დასასწრები, სხვადასხვა საშუალებები მიძიეს.   

მათ ვისაც სურს, მოიწყოს დაუვიწყარი სანახაობის და დასვენების დღეები, შეძლებენ დაჯავშნონ "Emprie Roial Wedding Package"-ის პაკეტი, სატუმრო "Hotel Cafe Roial"-ში, რომელიც ლონდონის ისტორიულ ცენტრში, პიკადილილში მდებარეობს. სასტუმროში, სამეფო ლუქსის ღირებულება, 2000 ფუნტი სტერლინგია. ფასში, დილის საუზმე, ექსკურსია ლონდონში და უინძორის სასახლეში. 

ლონდონის დროით, 13:00 წუთზე, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, უინძორის ქუჩებში, ტრადიციულად, "კარეტით" სტარტს "Castle Hill"-ის ტერიტორიიდან აიღებენ და ამის შემდეგ "High Street"-ზე და "Long Walk"-ის ქუჩებს გაივლიან. ყველაზე გრძელი და ხალხმრავალი, ბოლო ქუჩა იქნება. 

19 მაისს, ლონდონის ღამის კლუბებში, ქორწილის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური შოუ-პროგრამები და სპეციალური მენიუ შეადგინეს. 

საქორწინო ცერემონიაზე, დასასწრები ბილეთები, 2640 ადამიანზეა გათვლილი. ინსაიდერების ინფორმაციით, რამდენიმე ბილეთი, ჯერ კიდევ გაყიდვაშია  

მისალოცი ბარათები და წერილობითი შეტყობინებების მიღება, ლორდ-ლეინტენანტს ბერკშირ ჟეიმს პასკალს დაევალა. მისი საკონტაქტო ელექტრონული მისამართია -  lord.lieutenant@reading.gov.uk, ხოლო მისი თანაშემწის ტელეფონის ნომერია -  0118–937–2281. 

საქორწინო ცერემონია, რომელიც 19 მაისს, ზუსტად, 13:00 წუთზე დაიწყება,  პირდაპირ ეთერში გადმოიცემა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე