კახა კალაძემ მოადგილეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს კონდინცირების საკითხზე ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა

10:58 05-16-2018
48

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილე მაია ბითაძეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს კონდინცირების საკითხზე ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. 

„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მინდა დავავალო მაია ბითაძეს და ასევე სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკას, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ. ყვითელი მარშუტკების კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ კომფორტულ გარემოში და კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა. ამიტომ გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო და არ მოგვიწიოს ხელმეორედ ამაზე ყურადღების გამახვილება. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა კალაძემ.