ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია - დავით სერგეენკო

17:57 05-15-2018
157

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენელია, ხოლო დეკრიმინალიზაციის საკითხზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს:

"ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე - აუცილებლად" - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ავტორი: ნინო რაზმაძე