ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

18:12 05-14-2018
1853

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მამაკაცი საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ხ.მ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. იგი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მალევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს"- ნათქვამი განცხადებაში.