2018 წლის აქტუალური თმის ფერი

17:28 05-11-2018
270

წარმოგიდგენთ 2018 წლის ყველაზე მოდურ თმის ფერებს, რომლებიც სელებრითებმა უკვე გამოსცადეს საკუთარ თავებზე.

პლატინისფერი ქერა

პლატინისფერ ქერაზე ვარსკვლავებმა უკვე საკმაო ექსპერიმენტები გამოსცადეს: კარა დელევინი, კიმ კარდშიანია, სირშა რონანი. ეს ფერი საზოგადოებაშიც მალე გავრცელდება, ამიტომ დაიწყეთ ნიადაგის მომზადება ექსპერიმენტებისთვის.

მზისეფექტი

 

ისე რომ გამოიყურებოდეთ, თითქოს მთელი წელი პლაჟზე გაატარეთ აუცილებელი არ არის ბუნებრივად ქერა იყოთ. ცოტაოდენი მზის ეფექტი შეიძლება მუქ თმასაც დაუმატოთ. როგორც ამას ჯენიფერ ლოპესი აკეთებს.

ძველი ჰოლივუდური ქერა

ძველი ჰოლივუდური ქერა, რაღაც პლატინისფერ ქერასა

 

და მსუბუქად გაღიავებულ თმას შორისაა. ძველი ახალი ფერი საკუთარ თავზე უკვე წარმატებით მოიხდინა მარგო რობიმ.

მუქი ელფერი

 

მდიდარი მუქი ელფერები - მუქი ყავისფერიდან შავამდე შესანიშნავი დამატებითი ვარიანტია მათთვის, ვისაც თმის არანაირი გაღიავება არ სურს. მსგავსი ფერის დემონსტირებას მსახიობი პრიანკა ჩოპრა ახდენს.

ბუნებრივი ფერი

 

საღებავი მისაღებია, მაგრამ სტილისტები, არც საკუთარი ფესვების დავიწყებას გვირჩევენ. გაზაფხული სწორედ შესაფერისი დროა მას დაუბრუნდეთ, თუ გარშემო მყოფების გაოცება ნამდვილად გსურთ. ხოლო მათ, ვისაც აქამდე არასდროს შეუღებავს თმა, შეუძლიათ ბუნებრივი სილამაზის გამოსაკვეთად მცირედით შეიფერადონ, როგორც ამას ჯიჯი ჰადიდი აკეთებს.