ვაინშტეინის მეუღლის პირველი სკანდალური განცხადება - "მე - საძაგელ სიტუაციაში ჩავარდნილი ქალი ვარ"

14:48 05-11-2018
722

გასულ წელს, ამერიკელი პოდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, როუზ მაკგოუენმა, ანჯელინა ჯოლიმ, კეიტ ბლანშეტმა, უმა ტურმანმა და კიდევ რამდენიმე მსახიობმა, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ჟურნალ The New York Time-მა, გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები, აცხადებენ, რომ ვაინშტეინი, წლების განმავლობაში, მსახიობებს, როლის სანაცვლოდ, სექსს სთავაზობდა და ახდენდა მათზე სექსუალურ ძალადობას.  

ამ ფაქტის გამო, პროდიუსერს, საკუთარი მეუღლე, დიზაინერი ჯორჯინა ჩაპმანი, გაეყარა. გარდა ამისა, მას ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, სპეციალურ კლინიკაში,  მკურნალობის კურსებს იტარებს.

ჩაპმანს, მისი მეუღლის მიმართ, კომენტარი, ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ,  Vogue-ის დიზაინერი, სკანდალთან დაკავშირებით, ჟურნალ The New York Time-თან ინტერვიუში, აცხადებს:

სკანდალის შესახებ, პირველი ინფორმაცია, გაზეთის საშუალებით შევიტყე. როცა უკვე განმეორდა და სხა ვარსკვლავების განცხადებებიც მოვისმინე, მივხვდი, რომ ეს არ იყო, ერთადერთი შემთხვევა და გადავწყვიტე, მისგან წასვლა და ჩემი შვილებიც, ჩემთან წამეყვანა - ამბობს ჯორჯინა.   

პანიკურ შემოტევებს, მოდელი, ამ დრომდე, საშინლად განიცდის:

მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ქუჩაში გასვლაც არ შემეძლო, ნდობა დავკარგე ყველას და ყველაფრის მიმართ. როცა შვილებზე ვფიქრობ, ზოგჯერ ვტირი კიდეც, არ ვიცი, ამ სკანდალის გამო, როგორ გავითარდება მათი ცხოვრება? რას მოუყვებიან მამის შესახებ? -  მათ ხომ უყვართ საკუთარი მამა! - ამბობს დიზაინერი.  

ვაინშტეინის და ჩამპანის შვილები, 7 წლის ქალიშვილი, ინდია და 5 წლის ვაჟი დაშიელი, საცხოვრებლად ლონდონში, ჯორჯინას ნათესავებთან გადაიყვანეს. დიზაინერი კი, რეგულარულად განაგრძობს, ფსიქოთერაპევტთან, მკურნალობის კუსის ჩატარებას.

ვხვდები, რაც მოხდა, მინდა რომ გავიაზრო ყველაფერი და ამ ფაქტს შევეგუო. ახალი ცხოვრების დაწყება მჭირდება. არ მინდა რომ მსხვერპლად ჩამთვალონ, რადგან მე ესე არ ვფიქრობ. მე - საძაგელ სიტუაციაში ჩავარდნილი ქალი ვარ - ამბობს ჯორჯინა.

შეგახსენებთ, რომ ვაინშტეინის მეუღლე ჯორჯინა ჩაპმანი, განქორწინების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში მიიღებს კომპენსაციას - პირველი 5 წლის განმავლობაში, წლიურად, 250 000 დოლარს, ხოლო  5 წლის შემდეგ - 750 000 დოლარს. 

იხ. ფოტოები: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე