ბოლო წლებში ძალიან ღარიბულად ვცხოვრობდი, მიხარია, რომ ჩემი სიცოცხლე სრულდება - მეცნიერი დავიდ გოდალი

11:40 05-11-2018
419

მეცნიერმა, დავიდ გოდალმა, 104 წლის ასაკში თავისივე სურვილით დაასრულა სიცოცხლე შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში, ევთანასიის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ გოდალს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა, მან ეს არჩევანი ღარიბული სიცოცხლის გამო გააკეთა.

"ჩემი ცხოვრება ბოლო წლებიში ძალიან ღარიბული იყო, მიხარია, რომ ეს დასრულდება". - განუცხადა გოდალმა საკუთარ ნათესავებს

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევთანასია დაშვებული პროცედურაა. სწორედ ამიტომ აირჩია ეს ქალაქი გოდალმა.

ევთანასია სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა. ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ევთანასიის განხორციელების სხვადასხვა მეთოდები არსებობს და შესაბამისად არსებობს სხვადასხვა ტერმინოლოგიებიც. ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი