ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდი

საზოგადოება 1711745348

„მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლ-ჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

აფეთქება

მეცნიერება 1711744690

მზეზე X კლასის, უძლიერესი აფეთქება მოხდა

მზეზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა 29 მარტის ღამეს; აქტივობის ცენტრი იყო იგივე ტერიტორია, სადაც ახლახან დაფიქსირდა მზის პლაზმის დიდი აფეთქება. ამის შესახებ ფობოსის მეტეოროლოგიური ცენტრი იტყობინება."დაახლოებით შუაღამისას მზეზე დაფიქსირდა X კლასის ძლიერი აფეთქება. აფეთქება დაიწყო 23:29 საათზე,  და დასრულდა თითქმის ზუსტად შუაღამისას, 00:01 საათზე", - აღნიშნეს ექსპერტებმა.X კლასის მზის აფეთქებები ყველაზე დიდი და ძლიერია. საშუალოდ, ისინი წელიწადში დაახლოებით ათჯერ ჩნდება და უფრო ხშირია მზის მაქსიმუმზე. დედამიწის დღის მხარეს X კლასის აფეთქების დროს რადიო ჩარევის დონე აღწევს უკიდურეს დონეებს (R3-R5). დედამიწისკენ მიმართული დისკის ცენტრთან აფეთქების შედეგი შეიძლება იყოს მზის გამოსხივების ძლიერი და გახანგრძლივებული ქარიშხალი, რომელსაც შეუძლია შექმნას კორონალური მასის მნიშვნელოვანი განდევნა და გამოიწვიოს მძიმე (G4) ან ექსტრემალური (G5) გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე.ფობოსის მეცნიერთა აზრით, დედამიწის ზედაპირზე აფეთქების ნეგატიური ზემოქმედების რისკები ახლა მინიმალურია, მაგრამ ასეთი ბუნებრივი მოვლენების სიხშირე საგანგაშოა.ასევე ნახეთ:იტალიაში, ქართველი კაცი ფსონების ცენტრის სამზარეულოში დანით შეიჭრა და 6000 ევრო წაიღო - იგი პოლიციამ დააკავატემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - ნახეთ, უახლესი პროგნოზი

budu

საზოგადოება 1711744033

„ბადარა ბუდუზი...“ - როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში ბუდუ ზივზივაძე (ფოტო)

მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელების შესახებ ბევრს წერენ. იხსენებენ მათ ბავშვობას და საუბრობენ, როგორ იწყებოდა მათი კარიერა სხვადასხვა კლუბებში.ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში ბუდი ზივზივაძის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.„ბადარა ბუდუზი“, – წერს ირაკლი გაფრინდაშვილი და აღნიშნავს, რომ მისმა მეგობარმა, გიორგი ჩოგოვაძემ ბუდუს ბავშვობის ფოტოს მიაგნო.„ბუდუზის შემსწავლემმა კომისიამ მისი ბავშვობის ფოტოს მიაგნო“, – წერს ირაკლი და იხსენებს ბუდუს ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს, რომ ჭადრაკში სიგელები აქვს მიღებული და ეს სპორტი ძალიან უყვარდა, სანამ მის ცხოვრებაში ფეხბურთი არ შემოვიდა. 

კვარა

სპორტი 1711742965

ცნობილია, რა შემთხვევაში გასამმაგდება ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიური ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, მისი ხელფასი გასამმაგდება."ამჟამად, ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება 1.6 მილიონი დოლარია, რომელიც, შესაძლოა, 4.8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს". - წერს Forbes.კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ამ შეთანხმებას კიდევ 1 ან 2 წელი დაემატება.ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წელს გადავიდა. ამ დრომდე, მან კლუბში 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

ბავშვი

საზოგადოება 1711742754

VIDEO: „27 წელი ველოდებოდი“ - ბათუმის სამედიცინო ცენტრი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

27 წლიანი ლოდინის შემდეგ ქალს ორი შვილი შეეძინა. სასიხარულო ინფორმაციას ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.