ვარლამ ლიპარტელიანი - მტკიცებულებები არის, მაგრამ თავს შევიკავებთ იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც დავით ქევხიშვილის უკან დგას

00:55 05-11-2018
111

 

მტკიცებულებები არის, მაგრამ თავს შევიკავებთ იმ ადამიანის დასახელებისგან, ვინც დავით ქევხიშვილის უკან დგას, რადგან არ გვინდა, ამას ისეთი სარჩული მიაკერონ, თითქოს, რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ვებრძვით, – ამის შესახებ მსოფლიოს პრიზიორმა, ოლიმპიურმა პრიზიორმადა ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი არხის გადაცემაშიაქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთადსტუმრობისას განაცხადა.

ეს ასე არ არის. ჩვენს ინტერესებში ვინმესთვის ტალახის სროლა არ შედის. მტკიცებულებები არსებობს. არის უამრავი ადამიანი, ვინც ამას დააფიქსირებს და ღიად იტყვის, თუ ვინ დგას დავით ქევხიშვილის უკან. ახლა, დაძაბულობა ჩვენ ოჯახშია და არ გვინდა, ის ოჯახს გარეთ გავიდეს, მაგრამ თუ იმ ზომამდე მიგვიყვანენ, რომ სხვა გზა არ გვექნება, ამ პიროვნებას აუცილებლად დავასახელებთ. ჯერ კიდევ გვჯერა, რომ დავით ქევხიშვილი სიტუაციას ჩიხში არ შეიყვანს და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიგვაღებინებს, რაც არ გვინდა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.