8 მაისი - "პრაიმტაიმის" პრესკლუბის ანონსი

16:12 05-07-2018
30

ყველას პასუხისმგებლობა  -  არავინ პასუხისმგებელი?

8 მაისს 11:00 საათზე ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (GeNPUD) პრეს კლუბ პრაიმტაიმში საქართველოში არსებული ნარკო ვითარების შედეგად განვითარებულ მოვლენებზე გამართავს პრესკონფერენციას: ყველას პასუხისმგებლობა  -  არავინ პასუხისმგებელი? და  გააკეთებს საგანგებო განცხადებას.

უკანასკნელ დღეებში ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრაგიკული ტალღა, რამაც წაგვართვა ჩვენთვის ყველასათვის ფასეული არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე.

მოხმარებელთა ქსელი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შექმნილ სიტუაციაში სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და იმ აქტორებმა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის კავშირში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ არსებული  სახელმწიფო პოლიტიკა  არ არის ეფექტური ნარკოდილერებთან ბრძოლის მიმართულებით. შედეგად მივიღეთ: ინტერნეტ სივრცე გამართული სისტემებით,  შავ ბაზარზე მოვაჭრე წვრილი დილერები, საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და სააფთიაქო ქსელებში არასრულწლოვანებისთვის ნარკოტიკული საშუალებების და მათი ინგრედიენტების  შეუზღუდავი  ხელმისაწვდომობა.

მომხმარებელთა ქსელი პრესკონფერციის ფარგლებში გააჟღერებს მოთხოვნებს შექმნილი ტრაგიკული ფაქტების პრევენციის მიზნით და ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის დასაჩქარებლად.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ (GeNPUD) იძულებული იქნება მიმართოს პროტესტის უკიდურეს ზომას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“

მედია კოორდინატორს: მარინა ასათიანი