კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტეინის კომპანიას 4 მილიონ დოლარს ედავება

17:51 05-04-2018
100

გასულ წლებში, რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო და პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, ახლო მეგობრები იყვნენ: ერთად ეწეოდნენ ბიზნეს საქმიანობას და ამავე დროს ხშირად, ჰოლივუდში, თითქმის ყველა ცერემონიაზე, ერთად ჩნდებოდნენ. ამ ეტაპზე, სიტუაცია დაიძაბა და შეიცვალა. იმ დროს, როცა ვაინშტეინი, ნონ გრატის პერსონად გამოაცხადეს,  ტარანტინომ, მის წინაამდეგ, სასამართლოში,  სარჩელი შეიტანა.  

ტარანტინომ, განაცხადა, რომ ცნობილი პროდიუსერის კომპანიამ, რომელიც უკვე გაკოტრებულად გამოცხადდა, მას 4 მილიონი დოლარი, არ გადაუხადა. როგორც რეჟისორის წარმომადგენლები აცხადებენ, კვენტინი, მის კუთვნილ თანხას ითხოვს, ფილმებისთვის: Grindhouse- 300 000$, უსახელო ნაბიჭვრები - 575 000 დოლარი,  ჯანგო გათავისუფლებული - 1.2 მლნ. დოლარი, საძულველი რვიანი - 2, 5 მლნ. დოლარი.

ამასთან ერთად, ვაინშტეინის კომპანიასთან, ასევე ფინანსური პრეტენზიები აქვთ, ლეონარდო დიკაპრიოს,  ჯეიკ ჯილენჰოლის და რეიჩელ მაკადამსის, ხოლო, ეშლი ჯადიმ, პროდიუსერს, არა მარტო, სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი, არამედ მის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა, იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფილმში, როლზე არ დამტკიცა. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე