შალვა ნათელაშვილი არის ერთი საცოდავი, გაყიდული რუსეთის კაცი - ქეთი დოლიძე "ლეიბორისტების" ლიდერს პასუხობს

13:22 05-02-2018
866

შალვა ნათელაშვილი არის ერთი საცოდავი, გაყიდული რუსეთის კაცი, ასე უპასუხა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, გუშინ გადაცემა თავისუფალ სივრცეში შალვა ნათელაშვილის განცხადებას, სადაც პოლიტიკოსმა თქვა , რომ ქეთი დოლიძეს გასაჩუმებლად ბიძინა ივანიშვილმა 450 000 ლარი გადაუხადა ბიუჯეტიდან. ქეთი დოლიძის თქმით, ის არც გაჩუმებულა და სოციალურ ქსელშიც ხშირად აკრიტიკებს მისთვის მიუღებელ პოზიციებს.

მეტი საქმე არ მაქვს შალვა ნათელაშვილს ვუპასუხო, რომელსაც ამხელა სასახლე უდგას დუშეთში. საიდან მოიტანა ჩემს შესახებ ასეთი სისულელე წარმოდგენა არ მაქვს. გადახედოს სოციალურ ქსელს. სად ვარ გაჩუმებული?! თუ რამე არ მომწონს ნებისმიერი პარტიისა მე მათ ვაკრიტიკებ, რატომ უნდა გამაჩუმონ? ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენა. შალვა ნათელაშვილს რა გაუკეთებია ლანძღვის მეტი ამ ქვეყანაში?. ის არის ერთი საცოდავი, გაყიდული რუსეთის კაცი და პოლიტიკური ნული, უზარმარზარი ფული აიღო მიხეილ სააკაშვილისგან, როდესაც გაყიდა საკრებულოს თავმჯდომარეობა. მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ბიძინა ივანიშვილის. - განაცხადა ქეთი დოლიძემ

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა იბერიას თოქშოუში თავისუფალი სივრცე რეჟისორი ქეთი დოლიძე გააკრიტიკა.

მისი თქმით, ინტელიგენცია არის ხალხი და არა ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების ქებაში არიან.

ძლივს წავიდა თეატრის ხელმძღვანელობიდან. 60 წელი ვერ მოიცილეს. ჯერ თავისი ნივთები ჩამოზიდა ამწეკრანით თეატრიდან და მერე ძლივს წავიდა. კეწი დოლიძეს 450 000 ლარი აჩუქა ბიუჯეტიდან ბიძინამ, რომ ის მყრალი პირი გაეჩერებინა და ქუჩაში არ გამოვარდნილიყო. აი როგორი ინწელიგენცია გვყავს, - განაცხადა ნათელაშვილმა.