იზმირში მოკლული მამაკაცის ოჯახი ვარაუდობს, რომ მკვლელობის მოტივი დამსაქმებლებთან არსებული პრობლემები გახდა

01:55 04-27-2018
1082

თურქეთის ქალაქ იზმირში საქართველოს მოქალაქე 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი იპოვეს. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ლუხუმ ჯანჯარიას მკვლელობის მიზეზი, თუმცა, გარდაცვლილის ბიძა იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც, შესაძლოა, მამაკაცის მკვლელობის მოტივად ჩაითვალოს. ეჭვს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ პირი, რომელიც ჯანჯარიას თურქეთში უნდა დახვედროდა, მკლელობის შემდეგ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობს.

"ეს კაცი თავდაპირველად სხვა რამე სყვებოდა, ახლა სხვა რამეს ამბობს. მისი ნათქვამები ერთმანეთთან არ არის კავშირშ. ვითხოვ, რომ დაიკითხოს ეს კაცი და სწორი გამოძება ჩატარდეს და აიძულონ ეს პიროვნება, რომ ილაპარაკოს სიმართლე".

ოჯახი ამბობს, რომ ცუდი სამუშო პირობების გამო ჯანჯარიას საქართველოში დაბრუნება უნდოდა, რისი უფლებაც დამსაქმებლებმა არ მისცეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მკვლელობა სწორედ იმ პირებმა ჩაიდინეს, რომლებთანაც ლუხუმ ჯანჯარია მუშაობდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი ქალაქის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ სკვერში გამოიტანეს.

"ჩასვლისთანავე არ მოეწონა სიტუაცია, უკან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ისინი ნებას არ აძლევდნენ. რომ არ დაემორჩილა სცემეს. ძლიერი ბიჭი იყო და რომ ვერ მოერივნენ ეტყობა რამე ჩაარტყეს და მოკლეს, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და კვალის დასაფარად პარკში გამოიტანეს და იქ დაკიდეს", - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

გარდაცვლილს, რომ მძმე სამუშაო პირობებში უწევდა ყოფნა ამას მისი მეზობლები და ოჯახის სხვა ნათესავებიც ადასტურებენ. ისინი ყვებიან, რომ ჯანჯარია დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებულ პირობებს ვერ შეეგუა და მკვლელობის მთავარ მიზეზადაც ამას  ასახელებენ. 

"ქართველებს ცუდად ექცევიან, პასპოტს და ტელეფონს ართმევენ. ასეთ პირობებს ყველა ბუნების ადამიანი ვერ ეგუება. ესეც ისეთი ბუნების ბიჭი იყო ვერ შეეგუა და ზუსტად ამის გამო მოხდა ეს მკვლელობა. მონად არ იმუშავებდა", - განაცხადა ლუხუმ ჯანჯარიას მეზობელმა.

ოჯახი თურქულ გამოძიებას საქმის ობიექტურად წარმოებისკენ მოუწოდებს. მათი მოთხოვნაა დაიკითხოს ის ადამიანი, რომელიც ჯანჯარია სამუშოდ წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კახათის მკვიდრი, ლუხუმ ჯანჯარია თურქეთის ქალაქ იზმირში ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს.

ავტორი: მზეკო ჟვანია