ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616902

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც ეუბნებიან, რომ მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოს, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი.„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616823

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ბარიერთან დაკავშირებით არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

განხილვები იქნება და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს, მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს.„ეს სუფთა პრაქტიკული საკითხია, რომელიც გამოცდილებამ აჩვენა, რომ რესურსის ფუჭად ხარჯვა ხდება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურისთვის, როცა მინიმალური სხვაობის გამო საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ასევე სხვა რესურსის დახარჯვა. ამის სტატისტიკაც არსებობს და როცა საკითხი განიხილება, ამას თვითონაც ნახავენ. რაც მთავარია, ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს, თუ არადა იქნება ღია მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616753

არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა - შალვა პაპუაშვილი

როგორც ჩანს, სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიამ განაცხადებას, რომ „სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა და მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია“, პაპუაშვილის თქმით, კორძაიას სხდომაზე არგუმენტების წარდგენა მოუწევს და მისთვისვე უმჯობესია, რომ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.„კარგია, რომ ადასტურებთ, ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა. როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. დაასახელონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობენ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა და სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე სარჩელი დაასახელა, როგორც  ქართულ მართლმსაჯლებაში პოლიტიკური ჩარევის მაგალითი.მისთვისვე კარგია, სასამართლოს სხდომა რომ ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს. მის ადგილას ვინატრებდი, სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. არ ვაპირებ, რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი – მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა მიესალმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616676

ველოდები აშშ-ის საელჩოს განმარტებას, მოეხსნა თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს სანქცია - შალვა პაპუაშვილი

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ დღემდე მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სანქციები, გვახსოვს, მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს.„რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებაზე. შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, როდესაც სტუმარი მასპინძელ ქვეყანაში, უბრალოდ ეტიკეტსაც არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი, მასპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი ის, მისი ოჯახი, ვინმემ მოიკითხა როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს როდესაც ასე ინსტრუმენტალიზირება ხდება. აქაც ველოდები ამერიკის საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს? თუ ეს სანქციები კვლავ ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ და მეორე, რას ეფუძნებოდა მაშინდელი რეაქცია აშშ-ის ყოფილი ელჩისა, როდესაც თავს დაესხა ქართულ მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობდა. გახსოვთ, შეწყალების შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უცხოელების კარნახით გააკეთა, პირველი რაც იყო წითელი ხალიჩა დაუგეს და აშშ-ის საელჩოში წითელ ხალიჩაზე მიიღეს ნიკა გვარამია, შემდეგ სხვადასხვა პრეზენტაციებზე გვერდით ესხდნენ და მათი საყვარელი ადამიანი გახდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.საქმეზე, რომელსაც ნიკა გვარამია სტრასბურგში ასაჩივრებდა, გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711616607

„ნაცმოძრაობის“ ინსტინქტია, ხალხს ყველაფერი ჩააშხამონ, ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ, ქართველები როგორც იქცევიან, გამოჩნდა სტადიონზე, 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას - შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი არის, ვისაც უნდა, ხალხს ყველაფერი ჩააშხამოს, როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტინქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ ადანაშაულებს ნიკა გვარამიას ჯგუფს, რომ რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების გამარჯვების აღნიშვნისას მოაწყო პროვოკაციები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.„ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ და ის, რაც იმ ჯგუფმა ჩაიდინა, არ არის ქართული საქციელი. თვითონვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები, ორგანიზაცია „შეცვალე“ არ ვიცი, ვისგან ფინანსდება, რადგან მათი უცხოური დაფინანსებები ჩვენს ქვეყანაში არ არის გამჭვირვალე. ქართველები ასე არ იქცევიან, ქართველები როგორც იქცევიან, ეს გამოჩნდა სტადიონზე, როდესაც 50 ათასი ადამიანი ერთად აღნიშნავდა ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. „ნაციონალური მოძრაობის“ თაობა თუ გუნდი არის, ვისაც უნდა, ეს ყველაფერი ხალხს ჩააშხამოს. როცა რაღაც სასიხარულო ხდება ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი რაღაცას ზეიმობს, პირველი ინსტიქტი რაც აქვთ, ეს არის, რომ რამენაირად ჩააშხამონ ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, გუშინწინ ვნახეთ ეს ჯგუფი, რომელიც დაცლილია მორალისგან. როცა ადამიანი ზეიმობს, როგორი ბოროტი უნდა იყო, დაგეგმო, განახორციელო ეს ყველაფერი, შემდეგ თავი მოიწონო. ასეთი განწყობა რომ გექნება ადამიანს შენი ქვეყნის, ნაკრების გამარჯვების მიმართ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რატომ უნდოდა ზოგიერთ ჯგუფს ნიკა გვარამია და მელია ყოფილიყვნენ გარეთ, რომ ასეთი პროვოკაციები განახორციელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ქმედებები, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება.„ასეთი ქმედებები გაგრძელდება, რადგან ეს იყო მიზანი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გაეხადათ, შეეწყალებინა გვარამია; ეს იყო მიზანი იმისა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდმა“ გირაო გადაიხადა, სწორედ ეს იყო. მაგრამ ხალხისგან საკადრისი პასუხი მიიღო ამ ჯგუფმა და ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი გასცემს მათ პასუხს. შეიძლება, ვიღაც მოგწონდეს, გძულდეს, მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ადამიანმა რაღაცები არ უნდა იკადრო. როცა ამას კადრულობ, მაშინ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამწუხაროდ, შექმნილია გარკვეული კასტა, რომლებიც ამის მკადრებლები არიან. მათი ლიდერებიც არ იკადრებდნენ ამას. პარლამენტში ხომ მოვლენ, ნახავთ განწყობას, იკადრებს ამას ვინმე? მაგრამ საქმეც ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სწორედ ამას აკეთებენ, ზიზღს აღვივებენ საკუთარ გუნდის წევრებსა თუ მიმდევრებში, რომ მათ ასეთი რაღაცები იკადრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.