ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჰაერი

საზოგადოება 1714031565

„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714030211

ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია - გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

„ხალხის ძალა“ ამბობს იმას, რასაც მათი არაფსევდოლიბერალი კოლეგები დასავლეთში - ათეისტური, ნეომარქსისტული "ქადაგებით", იდენტობის მოშლით, უაზრო დოგმებითა და Woke-იდეოლოგიით გაჯერებული ევროპა არცერთ საღად მოაზროვნეს არ სჭირდება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს“.ანალიტიკოსის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია.„"ხალხის ძალა" ამბობს იმას, რასაც მათი არაფსევდოლიბერალი კოლეგები დასავლეთში - ათეისტური, ნეორმარქსისტული "ქადაგებით", იდენტობის მოშლით, უაზრო დოგმებითა და Woke-იდეოლოგიით გაჯერებული ევროპა არცერთ საღად მოაზროვნეს არ სჭირდება.ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დნიპროში, შვილის გაყიდვის მცდელობის დროს, უკრაინელი ქალი დააკავეს

მსოფლიო 1714030148

დედა 2 წლის შვილის გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს (დნიპრო)

ქალაქ დნიპროში, სამართალდამცველებმა, შვილის გაყიდვის მცდელობის დროს, უკრაინელი ქალი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის დედა საკუთარი ორი წლის შვილის გაყიდვას დაახლოებით 25 ათას დოლარად ცდილობდა.ახალგაზრდა ქალის აყვანა უშუალოდ ბავშვის გაყიდვის მცდელობის დროს მოხდა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად არასრულწლოვანით ვაჭრობაში წაუყენეს. ეს მუხლი, ქონების კონფისკაციასთან ერთად, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა 1714030084

როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, დასავლეთმა გაააქტიურა სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად - ნანა კაკაბაძე

„საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დიდი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ აქ ჰყოლოდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ამასთან, იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ძალას ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთლიანად გაეუქმებინა და თუნდაც დანაწევრებულ ქვეყანას, არ ჰყოლოდა ქართველი მმართველები“-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.კაკაბაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პირველ ხანებში დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა და როცა ეს ინტერესები არ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, მოხდა დასავლეთის მხარდაჭერის თანდათან შემცირება.მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების გარდამტეხი აღმოჩნდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დასავლეთს ამ ომში საქართველო ისეთ აქტიურ ანტირუსულ მხარედ წარმოედგინა, რომელიც არათუ სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, არამედ ოფიციალურად სამხედრო და ცოცხალი ძალით დაეხმარებოდა უკრაინას ან აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუხსნიდა მეორე ფრონტს.მისივე თქმით, როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დასავლეთმა გაააქტიურა მათი ფავორიტი სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად.„როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დიდი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ აქ ჰყოლოდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ამასთან, იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ძალას ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთლიანად გაეუქმებინა და თუნდაც დანაწევრებულ ქვეყანას, არ ჰყოლოდა ქართველი მმართველები. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საკუთარი მეფეები ან მთავრები ჰყავდა, რომლებიც მეზობლების სიძლიერის მიხედვით, ატარებდნენ პრო-სპარსულ, პრო-ბიზანტიურ, პრო-არაბულ პრო-მონღოლურ, პრო-თურქულ ან სხვა პოლიტიკას. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ქართული სამთავროები ერთმანეთს იმის მიხედვით ებრძოდნენ, თუ რომელი ძლიერი მეზობლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამბობდნენ, რომ სწორედ ის ძლიერი მეზობელი იყო იმ მომენტში ჩვენი ქვეყნის (ან მისი ნაწილის) მხსნელი და სიკეთის მომტანი. სინამდვილეში კი ისინი იმ დიდი ქვეყნების იარაღს წარმოადგენდნენ.საქართველოს სახელმწიფოებრიობა ბოლოს რუსეთმა გააუქმა და ის რუსეთის იმპერიის ნაწილად აქცია, რომლის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბუნებრივია, გაგრძელდა დიდი ქვეყნების ბრძოლა საქართველოში პრო-უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების დასამკვიდრებლად. ბუნებრივია, ჩვენი ყველა დიდი მეზობელი თუ არამეზობელი დღესაც ჩაბმულია ამ ბრძოლაში, რადგან ყველას თავისი ინტერესები ამოძრავებს საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლება ცდილობდა მისაღები ყოფილიყო იმ ძალისათვის, საიდანაც შეიძლებოდა ხელისუფლების მიღება და შენარჩუნება. თავის მოწონება-შეთაზების მიმართულებით ყველაზე მეტი მონდომება, სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიჩინა. ის ყველა საკითხში საქართველოს ინტერესებზე წინ დასავლეთის ინტერესებს აყენებდა. სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას სთავაზობდა დასავლეთს, მათი ბუნებრივი მეტოქის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. ამის სანაცვლოდ, დასავლეთი თვალს ხუჭავდა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ანტიდემოკრატიულ ფორმებზე და მეთოდებზე. ამ კუთხით სააკაშვილის ხელისუფლება თანდათან იმდენად ოდიოზური და ქართველი ხალხისთვის მიუღებელი გახდა, რომ 2012 წლის შემდეგ, დასავლეთმა ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება.ივანიშვილის ხელისუფლება პირველ ხანებში დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა და როცა ეს ინტერესები არ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, მოხდა დასავლეთის მხარდაჭერის თანდათან შემცირება. რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების გარდამტეხი აღმოჩნდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დასავლეთს ამ ომში საქართველო ისეთ აქტიურ ანტირუსულ მხარედ წარმოედგინა, რომელიც არათუ სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, არამედ ოფიციალურად სამხედრო და ცოცხალი ძალით დაეხმარებოდა უკრაინას ან აქ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუხსნიდა მეორე ფრონტს.როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დასავლეთმა გაააქტიურა მათი ფავორიტი სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად.ჯერ „მომაკვდავი სააკაშვილის“ გადარჩენის, ხოლო შემდეგ ე. წ. რუსული კანონის თემაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია. სიმპტომატურია ისიც, რომ ამ თემის ამგორებელი პოლიტიკოსები, ენჯეოები და სტუდენტები ერთხმად აცხადებენ, არ გვაინტერესებს რა წერია კანონშიო.ეს პოზიცია ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოინდომებდნენ ამ კანონ-პროექტის არც მხარდაჭერას და არც გაპროტესტებას. იქნებოდნენ სახლებში და იქიდან თვალს ადევნებდნენ მოვლენებს. მაგრამ როცა გამოდიხარ ქუჩაში, პროტესტით, მზად ხარ წიწაკიანი გაზის შესუნთქვისთვის და შინაარსი არ გაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ან ზომბი ხარ, ან უცხო ქვეყნის ინტერესების თუ დაკვეთის შემსრულებელი. სხვა ახსნა არ არსებობს.რუსულია - არ გვინდა კანონი, რუსულია - არ გვინდა ხელისუფლება, რუსულია, რუსულია, რუსულია... ხდება სტიგმატიზება იმ საზოგადოების, რომელსაც უნდა იცოდეს, თუ რა ხდება უცხოური დაფინანსების მიღმა. ამ ტენდენციას მივყავართ იქამდე, რომ მალე გვეტყვიან, რუსულია მართლმადიდებლობა და არ გვინდა, თანაც აქამდე მისვლის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია: რუსულია 7 იანვარს შობის აღნიშვნა და არ გვინდა, რუსულია ნეტარი მატრონა და არ გვინდა (წმინდანი და ეროვნება ვინ გაიგონა?!). ცოტაც და გვეტყვიან, რომ მართლმადიდებლობაც რუსულია და ამიტომ მასზეც ვთქვათ უარი. ამ მარაზმსაც მოეძებნება ზომბები. ამიტომაა საჭირო საზოგადოების გამოფხიზლება, სანამ ეშმაკი დაეპატრონება მათ სულებს და იზეიმებს გამარჯვებას. იმედი ვიქონიოთ, რომ უფლის შეწევნით საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სინერგია ამისგან დაგვიცავს და დაგვიფარავს, მაგრამ ამისათვის თითოეულის ძალისხმევაა საჭირო.“-წერს ნანა კაკაბაძე.

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორი

სამართალი 1714029175

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, 2000 დოლარის სანაცვლოდ, ყალბი ცნობა დაუმზადეს - დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.