რიჩარდ გირი ქორწილის ცერემონიას ბუდისტური ტრადიციების დაცვით გეგმავს - ვინ არის სექს-სიმბოლოს რჩეული

13:36 04-19-2018
2358

68 წლის ამერიკელი მსახიობი და ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, რიჩარდ გირი, მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული, ესპანელი ჟურნალისტი, 34 წლის ალეჰანდრა სილვაა.

მსახიობი, უკვე 4 წელია, რაც ჟურნალისტს ხვდება. დასავლური წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა, ერთი თვის წინ, საკუთარი ნივთები, რიჩარდი სახლში გადაიტანა. ამ ეტაპზე, წყვილი, ქორწილის ცერემონიას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ, 4 მაისს, ნიუ-იორკში გაიმართება.   

ალეჰანდრას და რიჩარდს შორის, სასიყვარულო ურთიერთობები, 2014 წლიდან დაიწყო, როცა მსახიობი, მეორე ცოლს, ქერი ლოუელს გაეყარა. წყვილი, მათ კავშირს ოფიციალურად არ ასაჯაროვებდა, მხოლოდ, 2015 წელს გამოჩნდნენ ერთად, ტაორმინაში გამართულ კინოფესტივალზე. ამ ეტაპზე კი, ჟურნალისტი, ყველა ღონისძიებაზე, მსახიობთან ერთად ჩნდება. 

გირი აცხადებს, რომ მას სურვილი აქვს, ქორწილის ცერემონია, ბუდისტური ტრადიციების  დაცვით შედგეს, რადგან მსახიობი, დიდი ხანია მისი მიმდევარია.

ჟურნალისტისთვის, ეს ქორწინება, პირველი არ არის -  საფეხბურთო კლუბის, "რელ მადრიდის", ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ქალიშვილი, ალეჰანდრა, 2013 წლამდე, ამერიკელი მაგნატის, რობერტ ფრიდლანდის მეუღლე იყო, რომელთანაც ჰყავს ვაჟი - ჰოვარდი. 

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირის პირველი მეუღლე, სინდი კლოუფორდი იყო, რომელსაც მსახიობი, 1995 წელს დაშორდა, ხოლო მეორე ქორწინებიდან, ქერი ლოუელისგან, ჰყავს ვაჟი.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე