„კაბუ“ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და შემოდგომაზე ბრუნდებოდა“ – „კაბუს“ დედა ცირა აბუაშვილი

15:21 04-18-2018
726

საფრანგეთში დაკავებული მსახიობ კახა აბუაშვილის დედა შვილის კრიმინალურ ჯგუფთან კავშირს გამორიცხავს. ცირა აბუაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და ის შემოდგომაზე დაბრუნებას აპირებდა.

როგორც ცირა აბუაშვილი ჰყვება, შვილის დაბრუნებას გაზაფხულზე ელოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ კახა აბუაშვილმა დაბრუნების თარიღი შეცვალა და უთხრა, რომ საქართველოში წამოსვლას სექტემბრამდე ვერ ახერხებდა.

„ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად წავიდა. იმკურნალა. კარგად იყო. ახლა უნდა ჩამოსულიყო გაზაფხულზე, მაგრამ თქვა ვეღარ ვახერხებ ეს მკურნალობა უნდა ჩავამთავროო. კარგად იყო, კარგად გამოიყურებოდა. დაფინანსება ჰქონდა სამასი ევრო და აქედან ჩვენც ვუგზავნიდით. ყველამ იცის ჯანმრთელობის რა პრობლემაც ჰქონდა“,-აცხადებს დაკავებული აბუაშვილის დედა ცირა აბუაშვილი.

შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად საფრანგეთში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.