ნიკოლოზ მჟავანაძე: პრეზიდენტის მიერ 2017-2018 წლებში შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან 21 პირს გააჩნდა უარყოფითი მახასიათებლები

13:57 04-18-2018
166

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’  თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალებებტან და შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და თავდაპირველად ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას და თანმდევ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება:

..პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მის მიერ შეწყალებული  ვეფხია ბაქრაძის მიერ მკვლელობის ჩადენის შემდგომ განაცხადა:  ჩვენს მიერ ბაქრაძის შეწყალებას საფუძვლად  სასჯელაღსრულების და პრობაციის  სამინისროს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის  დადებითი დასკვენი ედოო.

 "თუკი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს იფნორმაცია ჩვენ? ანუ, რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და თურმე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას ჰქონდა უარყოფითი დასკვნა?“ -განაცხადა მარგველაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების და პრობაციის  მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა: ,,ჩვენთან შემოდის ზოგადად ინფორმაცია, რომ შეტანილია განცხადება შეწყალებაზე, იხილავს შეწყალების კომისია ამ განცხადებას და შესაბამისად, გვთხოვენ . მასალებს მსჯავრდებულის პირადი საქმიდან. იმას, რასაც ეძახიან მსჯავრდებულის დახასიათებას, ის ვერ იქნება ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი, რადგან არის მოკლე ფაქტებით კონსტანტირებული, ინტერვიუს სახით ჩამორთმეული საკითხები. კონკრეტულად, როდესაც ეკითხებიან, ინანიებ დანაშაულს? თუ გპასუხობს, რომ კი ვინანიებ, ვერ ჩაწერ, რომ არ ინანიებს, რადგან ეს არ არის დასკვნა, ეს არის მისი ინტერვიუ.

ფაქტია პრეზიდენტი მარგველაშვილი ცდილობს მის მიერ კრიმინალების შეწყალების შემდგომ გაჩენილი ნეგატივი სხვა უწყებისკენ გადაამისამართოს და თქვას მე არაფერ შუაში ვარ სხვები მაძლევდნენ  დადებით დასკვნებს მსჯავრდებულებზე და მე მათ ვეყრდნობოდი როცა შეწყალების აქტებს გამოვცემდიო.

 ჯერ ერთი როგორც ვეფხია ბაქრაძის და  ასევე სხვა  დანარჩენ შემთხვევებში სასჯელაღსულების და პრობაციის სამინისროსგან არა დასკვნები არამედ  მშრალი მასალები გადაეცემა შეწყალების კომისიას, მსჯავრდებულის პირადი საქმე არ შეიძლება შეფასდეს არც რეკომენდაციად და არც დასკვნად ესა თუ ის პირი შეიწყალეთო.

 რაც შეეხება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსგან წასულ მასალებს, რომლის შემდეგ მართლაც რომ არ უნდა მომხდარიყო მსჯავდებულების შეწყალება ასეთი ფაქტები ბევრია.

ჩვენს მიერ სამინისტროსგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მახასიათებლები ჰქონდა მსჯავრდებულებს  და მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა ეს ხალხი მაინც შეიწყალა. ასე მაგალითად სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

,,საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2017-18 წლებში შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან 21 პირს გააჩნდა უარყოფითი მახასიათებლები, კერძოდ: ყველა მათგანს სხვადასხვა დროს, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის გამო, დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი. მათ შორის ზოგიერთს არაერთგზის (7-ჯერ, 11-ჯერ, 12-ჯერ, 15-ჯერ და 18-ჯერ). ამათგან, 11 მსჯავრდებულს, ინფორმაციის გაგზავნის დროს, ჰქონდა მოქმედი დისციპლინური სახდელი, ხოლო 4 მსჯავრდებულს სახდელი დაედო მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გაიგზავნა შეწყალების კომისიაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახდელის დაკისრებისთანავე აღნიშნულის შესახებ, შეწყალების აქტის გამოცემამდე, ეცნობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. გარდა ამისა, 3 მსჯავრდებულს შეფარდებული ქონდა საშიშროების მაღალი რისკი. აქვე გაცნობებთ, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან, საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არ სარგებლობენ პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით.’’

როცა ადამიანს 18 ჯერ აქვს დისციპლინარული სახდელი დაკისრებული და ჩანს რომ ის უკონტროლოა და არათუ გამოსწორების არამედ პირიქით დაუმორჩილებლობისკენაა მიდრეკილი, ან მსჯავრდებულს  შეფარდებული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და მას  მაინც იწყალებ არადა 2018 წლის 1 იანვრიდან, საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არ სარგებლობენ პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით. განა ეს არ აღძრავს საფუძვლიან კითხვებს  რაიმე პირადი ინტერესი ხომ არ იმალება ამ შეწყალებებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ პრეზიდენტისგან საუბარი იმის შესახებ დადებითი დასკვნები მეძლეოდა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან და იმიტომ ვიწყალებდი მსჯავრდებულებსო ცოტა უხერხულია.’’- განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’  თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.



ავტორი: სესე კოპალეიშვილი