დოდო აფრასიძე პროკურორისგან პასუხს ელოდება წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას აპირებს

13:13 04-18-2018
58

სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედა, დოდო აფრასიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა.

"პრაიმტაიმის" პრესკლუბში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აფრასიძეების დედამ, დოდო აფრასიძემ და ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადება გააკეთა და პროკურატურას მიმართეს.

პირველ რიგში იქ იყო მთავარი პრეზიდენტი და ასრულებდა დავალებას, გიორგი ბარამიძე. მოვითხოვ, ჩამდენის პასუხისმგებლობას და ზარალის ანაზრაურებას. მოვითხოვ მთავარ პროკურორთან შეხვედრას და ასევე მინდა შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან გავეცნო საქმის მასალებს და ვიყო საქმით ინფორმირებული, წინაღმდეგ შემთხვევაში ვაპირებ შიმშილს, ჩვენ არაფერი არ დაგვიტოვეს, ჩემი მეუღლე დაჭრეს და შემდეგ სახლში დაწყვეს. ჩემი შვილები გამოიყვანეს ხელფეხ შეკრული, გზაზე დააწვინეს და ომეხი დახვრიტეს, თითი მოაჭრეს ბეჭედი, რომ მოეძროთ, გულზე ფეხი დაადგეს და ისე მოაძვრეს ყელსაბამი, შემდეგ შევიდნენ სახლში და თუ რამე იყო ყველაფერი გამოზიდეს. ჩვენ იქ გვქონდა მეორე სახლი, სადაც ბავშვები და ჩემი რძალი იყო იმათაც დაუწყეს დაბომბვა, არ უფიქრიათ, რომ საზლში ბავშვები იყვნენ. ამჟამად ვცხოვრობთ წალკაში, ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, ხან ვისთან ვიყავით, ხან ვისთან“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.

ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ისაუბრა იმ თემაზე, რომ დოდო აფრასიძე, როგორც დაზარალებული, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, მისი მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.

საქმის მასალებს, ქალბატონი დოდო ამ ეტაპზე არ გაცნობია, მისი მოთხოვნა არის მტავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაეცნოს საქმის მასალებს, ჩააყენონ საქმის კურსში, რა ხდება? რა დამაბრკოლებელი გარემოებებია გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულად ცნობის შემდგომ კონკრეტულად სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაშინვე მოხდა ცხედრების ეგზუმაცია და მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. თუ პროკურატურამ უახლოეს თვეებში საქმე გახსნილად არ გამოაცხადა, კონკრეტული პირები არ დასახელდა და არ მისცეს პასუხისგებაში გამოდის, ის, რომ ამ საქმეზე პასუხს ვერავინ ვეღარ აგებს იმიტომ, რომ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გავა და პრაქტიკულად შემდგომ, რომ გამოვლინდეს დამნაშავე,

ეს ნიშნავს იმას, რომ ვერასოდეს ისინი ვერ დაისჯებიან. დარჩა დაახლოებით 10 თვე“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 



ავტორი: სესე კოპალეიშვილი