ჯენიფერ ენისტონი განქორწინების შემდეგ მეგობრებთან ერთად ტაიგაში გაემგზავრა - "წუთიერი სიამოვნებისთვის "საწოლში ხტუნვა" არ არის კარგი იდეა"

14:51 04-04-2018
424

ამერიკელი მსახიობი, ჯენიფერ ენისტონი, ცნობილია, რომ მეორედ განქორწინდა. ჟურნალ People-ის ინფორმაციით, 49 წლის მსახიობი, მეგობრებთან ერთად ტაიგაში გაემგზავრა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ კორტნი კოკსი, ჯეისონ ბეიტმენთან ერთად, ჯიმი კიმელი და მისი მეუღლე, მოლი მაკნერი, რომლებმაც, მოლის, დაბადების დღის, 40 წლისთავი აღნიშნეს.

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ტერუ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასახლდა და ჯენიფერი, ლოს-ანჟელესში საცხოვრებლად მარტო დატოვა, მისი ცხოვრება, უფრო მრავალფეროვანი გახდა. მისი ახლო მეგობრები, მძიმე ცხოვრებისეულ პერიოდში, მსახიობს, მარტო არ ტოვებენ და მუდამ მის გვერდით არიან.

რამდენიმე მათგანი კი, ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ჯენიფერი და ბრედ პიტი, ისევ ართად არიან. ცოტა ხნის წინ, ყოფილი წყვილი, მეგობრებმა, იმ დროს დააფიქსირეს, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ. 

მსახიობი, კორტნი კოკსი, რომელიც ენისტონის მეგობარი, სერიალის მეგობრების შემდეგ გახდა, ამ ინფორმაციას, არ ადასტურებს.

In Touch Weekly-ის წყაროს ცნობით, კოკსი აცხადებს, რომ თუ ჯენიფერი, ბრედს დაუბრუნდება, მისი მხრიდან, არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება. ის ამბობს, რომ მეგობრული ურთიერთობებში ცუდს ვერაფერს ხედავს, მაგრამ წუთიერი სიამოვნებისთვის, საწოლში ხტუნვა, არ არის კარგი აზრი.   

ჯენიფერ ენისტონი, ქმართან დაშორების შემდეგ, პირველად, 19 აპრილს, ლოს-ანჟელესში, საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა.   

იხ. ფოტოები:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე