სანდრო ბრეგაძე: "ტვინის შერყევა მაქვს...ცუდად ვარ და ვერ ვლაპარაკობ"

10:28 03-21-2018
1079

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძეს განცხადებით, მას ტვინი შერყევა აქვს. ამის შესახებ სანდრო ბრეგაძემ პრაიმტაიმთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უკანონოდ იყო დაკავებული.~

ტვინის შერყევა მაქვს, რაც შეეხება რა მოხდამ ცოტა ხანში პრესკონფერენციას ჩავატარებ და გეტყვით ყველაფერს. გარკვეული დღეების განმავლობაში აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავი დაკავებული. ერთი სიტყვით ცუდად ვარ და ვერ ვლაპარაკობ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სადრო ბრეგაძე ღუდუშაურის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმი მარინა ჩიხრის, რომელმაც ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პირველმა გასინჯა და კლინიკაში გადაიყვანა ამბობს, რომ პაციენტს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.