ჰარვი ვაინშტეინის კომპანიამ "Weinstein Co" გაკოტრების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა

14:34 03-20-2018
117

კომპანია Miramax-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის მსახიობებმა, სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი, გაკოტრდა. მას ჩამოართვეს კომპანია, რომელიც, ძმასთან, რობერტთან ერთად დააარსა, გაეყარა მეუღლე, მოკლედ, დაკარგა ყველაფერი და გარდა ამისა, ის ჰოლივუდის მთავარ მონსტრადაც კი შერაცხეს. 

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა. ძმები, რობერტ და ჰარვი ვაინშტეინები, კარგა ხანია, კომპანიის Weinstein Co-გაკოტრების შესახებ, განცხადების გაკეთეთებას გეგმავდნენ.

people-ს წყაროს ცნობით, გუშინ კომპანიამ, ოფიციალური განცხადება გააკეთა,  Weinstein Co-ს ბანკნოტის შესახებ. 

აღმოჩნდა, რომ Weinstein Co-ს კომპანიის აქტივებს, მყიდველი გამოუჩნდა - საინვესტიციო კომპანია Lantern Capital.

კომპანია მზად არის, ჰარვის ფირმას, 300 - 320 მლნ. დოლარამდე თანხა გადაუხადოს. ასევე, სხვა კომპანიებსაც, აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ, კომპანიის შესყიდვაში. ამასთავე, კომპანიის თანამშრომლები, თავისუფლად შესძლებენ გამოააშკარაონ და პროკურატურას მიაწოდონ, უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტები.

არც ერთ დამსაქმებელს, არ უნდა ეშინოდეს, საკუთარი აზრის გამოხატვა. ჩვენ, არავის არ ვთხოვთ, რომ ჩუმად იყვნენ. კომპანია, მადლობას უხდის, იმ ადამიანებს, ვინც, საკუთარი აზრი დაფიქსირა. თქვნი ხმა, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, ახალი მოძრაობის ცვლილებაში დაეხმარა - აცხადებენ კომპანია Weinstein Co-ის წარმომადგენლები. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე