გიორგი გაბუნია - "იესო ქრისტე აჭარაში უნდა მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ყველა ხე ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი"

10:16 03-19-2018
1979

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" - ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს.

 



ავტორი: ნინო რაზმაძე