რუსთავში, ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვნის მოწამვლაზე გამოძიება დაიწყო

19:28 03-17-2018
29
თეგები: რუსთავიშსს

რუსთავში, ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევამე-18 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

12 და 7 წლის ბავშვები გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ისინი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ანსაქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე