სახელმწიფო მდივანთან ერთად, მისი მოადგილეც გაათავისუფლეს

22:27 03-13-2018
29

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, პოსტი დაატოვებინეს მის მოადგილე სტივ გოლდშტეინსაც.

ამის შესახებ ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას აშუქებენ.

გოლდშტეინმა დღეს თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ჟურნალისტებს აცნობა, რომ რექს ტილერსონმა მისი გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა, ვიდრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ტვიტერზე“ გაკეთებული ჩანაწერის შესახებ არ აცნობეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე