,,კვირიკაშვილის წერილი რუსეთის მიმართ შეცდომა არ იყო“ - ზაზა ბიბილაშვილი

22:02 03-13-2018
87

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის წერილი რუსეთის მიმართ არანაირი შეცდომა არ იყო, ეს ყველაფერი თავიდანვე ქონდა გაცხადებული ბიძინა ივანიშვილს. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ საქართველო რუსეთს უნდა ელაპარაკოს  პირისპირ და ჩვენ შუამავლები რუსეთთან არ გვჭირდება.

ამის შესახებ ბიბილაშვილმა ,,იბერიას“ თოქშოუ ,,თავისუფალ სივრცეში“განაცხადა.

,,კვირიკაშვილის წერილს თავგამოდებით იცავს ,,პატრიოტთა ალიანსი.  ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება , რომ ,,ქართული ოცნება" და ,,პატრიოტთა ალიანსი“ განსხვავებული პოლიტიკური ძალაა. ყველაფერი ის რაც კვირიკაშვილის წერილშია ნათქვამი, ყველაფერი ის რასაც დღეს პატრიოტთა ალიანსი ამბობს, სინამდვილეში თავიდანვე იყო ჩადებული ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.



ავტორი: სესე კოპალეიშვილი