ქედაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

18:57 03-13-2018
36

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ აგარაში ნაპოვნი შველი  მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

შველი ქედის მუნიციპალიტეტში მდინარიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ამოიყვანა.

სპეციალისტების თქმით, მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. უწყების თანამშრომლებმა  იგი დაცულ ტერიტორიაზე, ველურ ბუნებაში გაუშვეს.