(EXCLUSIVE) სამძიმარზე დაწყებული სიყვარულის ისტორია - "ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს" (ფოტოები)

17:52 03-13-2018
4124

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის დღის სტუმარია მედეა აბულაძე, პოტენციური მარკეტოლოგი და გიორგი იშხნელიძე, პროფესიით ბუღალტერი. 

​გაცნობა და მოვლენების განვითარება
ერთმანეთი 6 წლის წინ საერო ახლობლის სამძიმარზე გავიცანით, რასაც ახლა ღიმილით ვიხსენებთ. პირველი ინიციატივა გიორგი გამოიჩინა. ხელის თხოვნის ცერემონიალი არ გვქონია. გიორგიმ უბრალოდ, უსიტყვოდ გამიკეთა ბეჭედი და სათქმელი კი მზერით მითხრა

საქორწილო სამზადისი
საქორწილო სამზადისი იმდენად სასიამოვნოდ დამღლელი იყო, ნამდვილად ყველამ უნდა განიცადოს ეს სიამოვნება. ქორწილი 27 ოქტომბერს გვქონდა. სამწუხაროდ, ქორწილს კოკისპირული წვიმა დაემთხვა. თუმცა გამიმართლა, მოკლედ "ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს", როგორც კი ვარცხნილობა და მაკიაჟი გავიკეთე, ჩავიცვი კაბა და ფოტოსესიის დრო მოვიდა მზემაც გამოანათა. სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ მზე მაკლდა.

​რჩევა მომავალ პატარძლებს
პირველ რიგში , ყველას გისურვებთ ამ ბედნიერების განცდას. ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი იქნება თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ გააკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც უკეთესი იქნება. 

ფოტოგრაფი 
ოლია პაპასკირი

ავტორი: თეონა აბესაძე