მომღერალმა კეტი პერიმ ბიჭს, რომელსაც გოგოსთვის არასდროს უკოცნია, მოულოდნელად ტუჩებში აკოცა

15:09 03-13-2018
479

ამერიკელი მომღერალი კეტი პერი წლევანდელ ტალანტების შოუზე American Idol ჟიურის წევრია.

შესარჩევ ეტაპზე, ერთ-ერთმა კონკურსანტმა ბიჭმა ბენჯამენ გლეიზმა განაცხადა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს ჰქონია და შესაბამისად, გოგოსთვის არასდროს უკოცნია. მომღერალი გაოცდა და ბიჭი თავისთან იხმო. ჯერ ლოყაზე, შემდეგ კი ტუჩებში აკოცა. ჟიურის დანარჩენი ორი წევრი კი მათ ფოტოებს უღებდა.

ვიდეო "იუთუბზე" გავრცელდა.

ავტორი: ნინო რაზმაძე