"ერთი კვირის წინ გთხოვე, რომ დამშვიდებულიყავი..." - რას წერდა გარდაცვალებამდე გიორგი ლომიშვილი მეგობრებს

14:37 03-13-2018
5133

თბილისში, დიდ დიღომში, რამდენიმე დღის გარდაცვლილი 27 წლის გიორგი ლომიშვილის ცხედარი გუშინ იპოვეს. 

გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი წერს, რომ ლომიშვილთან მიმოწერა დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა, როდესაც მის პრობლემებზე ისაუბრეს.

"ეს ყველაფერი ხომ სისულელეები იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ასე მოხდა. ერთი კვირის წინ გთხოვე, რომ დამშვიდებულიყავი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა", - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

როგორც ჩანს, გარდაცვლილი პრობლემებზე სხვა მეგობრებსაც ესაუბრებოდა. 

"როგორც ამბობდი ჩვენ სიტყვის თქმა და საუბარი არგვჭირდებაა ისე გვესმოდა ერთმანეთის...დამპირდი რომ აიცილებლად ვისაუბრებდით, როგორც ჩვენ გვჩვევოდა ერთ ბოთლთან ერთად.... პირდაპირი უმანკო და გულახდილი საუბარი... შენს სულს ვფიცავარ სულმოუთკმელად ველი ამ მომენტს ეხლაც!!! მალე შევხვდებით ჩემო ძმაო და აუცილებლად ვისაუბრებთ!", - წერს სხვა მეგობარი. 

გარდაცვლილი მაშველებმა საკუთარ სახლში იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.