რუსთავში ხანძარი გაჩნდა

10:28 03-13-2018
34

რუსთავში, მშვიდობის ქუჩა #2-ში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტრო ძრავების ჯიხურში გაჩნდა და მთლიანად დაიწვა.  

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე