ილონ მასკი ახალ პროექტს იწყებს

16:09 03-12-2018
36

ილონ მასკი ახალ პროექტს იწყებს. მომავალი წლიდან სფეის იქსის ხომალდი მარსზე სატესტო ზონდებს გაუშვებს. ერთი გაფრენა 5 მილიონიდან 6 მილიონ დოლარამდე დაჯდება. ხომალდი პლანეტებს შორის იმოგზაურებს და მისი ხელმეორედ გამოყენებაც შესაძლებელი იქნება.

მილიარდერი აცხადებს, რომ თეორიულად არ არის გამორიცხული რომ ბირთვული ომის, ან სხვა ტექნოგენური თუ ბუნებრივი კატასტროფის გამო დედამიწაზე სიცოცხლე განადგურდეს, და ამიტომ მიიჩნევს რომ წითელი პლანეტის კოლონიზებას კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.