"ტატუნაშვილის საქმე" – რა მუხლებით დაიწყო გამოძიება გახარიას უწყებამ?

00:04 03-12-2018
94

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მიზნით აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განუცხადა. რაც შეეხება საუკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, საბანაძის ინფორმაციით, მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. 

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ტატუნაშვილისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის საქმეზე გამოძიება 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

"მაქსიმალური გაკეთდა შს სამინისტროს და სუს-ის მხრიდან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომ მომხდარიყო მათი აქ გადმოყვანა. დღესაც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება მიდის, პროცესი გრძელდება და კონკრეტიკისკან თავს შევიკავებ",- განაცხადა საბანაძემ.