ბათუმში, მშნებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა

21:20 03-10-2018
39
თეგები: ბათუმი

ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე