საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

10:23 03-10-2018
34

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლისას ავლენენ.

გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცერექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების  შესწავლის კათედრა გაიხსნება. პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა, რადგან  ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა  ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი