ადა მარშანია: მარტის ბოლოსკენ ცხინვალში ჩასვლას ვგეგმავდით

21:35 03-09-2018
16

ჩვენ ვგეგმავდით ჩასვლას ცხინვალში მარტის ბოლოსკენ, მაგრამ ფონზე თავს ვიკავებთ - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ გადაცემაში "თავისუფალ სივრცე" განაცხადა. 

"ჩვენ ნებისმიერი ფონის და დაძაბულობის პირობებში მოსკოვში ყოველთვის ვგეგმავთ ჩასვლას. ჩვენი მოსკოვში ჩასვლები არის ძალიან სასარგებლო, საჭირო და ჩვენ იქ უშუალოდ ვხედავთ იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში პოლიტიკის სპექტრში. არ არის დასამალი ჩვენ ვგეგმავდით ჩასვლას ცხინვალში მარტის ბოლოსკენ, მაგრამ ფონზე თავს ვიკავებთ", - განაცხადა მარშანიამ.