ნუგზარ წიკლაური: საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა

20:17 03-09-2018
34

საქართველოს მთავრობის მხრიდან კაპიტულანტური განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩვენი ხელისუფლება დღეს არაადეკვატურია - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

"ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. ეს არის რა თქმა უნდა, მოწყალებისთვის გაწვდილი ხელი იმ ფონზე, როდესაც მთელი საქართველო და არაერთი საჯარო გამოსვლა, რომელიც ლაპარაკობს იმაზე რომ ეს არის ცინიზმი, სისასტიკის გამოხატულება, ქართველებისათვის თავზე ლაფის დასხმა. მთელი საქართველო დღეს ითხოვს ეროვნული ღირსების აღდგენას და ამ დროს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მთავრობა დგამს ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა წიკალაურმა.