"ნუ დამკოცნე, მამა!!!" - ენრიკე იგლესიასმა ინსტაგრამზე ქალიშვილის ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

17:36 03-09-2018
1152

გასული წლის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ესპანელი მომღერალი და მსახიობი, ენრიკე იგლესიასი, პირველად გახდა მამა. რუსმა ჩოგბურთელმა და ფოტომოდელმა, ანა კურნიკოვამ, შეყვარებულს ტყუპები, ნიკოლასი და ლუსი გაუჩინა.

ინფორმაცია, ყველასთვის მოულოდნელი, მაგრამ სასიხარულო აღმოჩნდა. ფეხმძიმობას, კურნიკოვა, თითქმის ცხრა თვის განმავლობაში, არ ასაჯაროებდა.

რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავურმა წყვილმა, ინსტაგრამზე, ტყუპების ვიდეორგოლი და ფოტოები გამოაქვეყნა რომლის მოწონებამ, უკვე 2,9 მილონს გადააჭარბა.

"ნუ დამკოცნე მამა" - ამ სიტყვებით, ვიდეორგოლში, ენრიკე, პატარა ლუსის მიმართ, დიდ სიყვარულს და ემოციას გამოხატავს.  

 

 იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე