სანდრა ბალოკი და ბრაიან რენდალი დაქორწინდნენ

15:45 03-08-2018
595

მსახიობი, სანდრა ბალოკი და მისი გერლფრენდი, ფოტოგრაფი, ბრაიან რენდალი, თითქმის 2 წელია, ერთად არიან. პრესაში, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, მათი ქორწინების შესახებ.

პაპარაცებმა, სანდრა და ბრაიანი, ლოს-ანჟელესის ქუჩებში დააფიქსირეს, ფოტოზე,  ნათლად ჩანს,  ბრაიანის თითზე, საქორწინო ბეჭედი. ჟურნალისტებმა, უტყუარი ფაქტი(ფოტო) დადეს  და აცხადებენ, რომ წყვილმა, უკვე იქორწინა.

წყვილის ქორწინების შესახებ, ინფორმაცია, პირველად,  გასულ კვირას გავრცელდა. მაგრამ სანდრას აგენტმა, ჟურნალ "People"-ს განუცხადა, რომ ფაქტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მსახიობი კი, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. 

სანდო წყაროს ინფორმაციით, სანდრას და ბრაიანის ახლობლები, ადასტურებენ, რომ მსახიობი, ახალ სიყვარულთან ერთად, თავს ბედნიერად გრძნობს. რენდალი, მსახიობის შვილად აყვანილ, 2 ბავშვთან - 5 წლის ლაილოსთან და 7 წლის ლუისთან ერთად, დასასვენებელ პარკში, ხშირად  სეირნობს და ერთობა. 

შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკმა და ბრაიან რენდალმა, ერთმანეთი, 2015 წლის ზაფხულში, სანდრას დაბადების დღეზე, გაიცნეს. მსახიობს, ფოტოგრაფი, ფოტოსესისთვის ჰყავდა დაქირავებული.

გასული წლის ივლისში, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი, 26 ივლისს, სანდრას დაბადების დღეზე,  იქორწინებდა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე