პოლკოვნიკი რომელიც სირიაში ავიაკატასროფას ემსხვერპლა თბილისში 9 აპრილს სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა

12:37 03-08-2018
380

სირიაში, ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა რუსი სამხედრო, რომელიც 9 აპრილს თბილისში სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

6 მარტს, სირიაში, „ჰმეიმიმის“ აეროდრომთან, რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, "Ан-26" ჩამოვარდნის შედეგად, გარდაცვლილთა შორის, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია, რომელიც 9 აპრილს, თბილისში, სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. 

საინფორმაციო სააგენტო "РИА"-ს წყაროს ცნობით, "ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილია 33  ოფიცერი და 6 ეკიპაჟის წევრი. მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი. ვლადიმერ ერემეევი“ - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

გარდაცვლილი გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ერემეევის შესახებ, რუსულ მედიაში, ვრცელდება მისი ბიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, 1988-1991 წლებში, პოლკოვნიკი, ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც „საქართველოში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში,“ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა სირიაში, რომელსაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, მოსკოვის დროით, 6 მარტს, 15:00 საათზე მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სანინისტრომ, კატასტროფის მიზეზად, ვერტმფრენის, ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:



 
ავტორი: რუსა ღვანიძე