ოზურგეთის ბაზარში აფეთქება მოხდა

14:46 03-07-2018
29
თეგები: ოზურგეთი

ოზურგეთის ბაზარში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის ახლა ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

droni.ge-ს ინფორმაციით, ბაზარში მდებარე მონადირის მაღაზიაში თოფის წამალი აალდა, რამაც გამოიწვია აფეთქება. ადგილზე ორი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.