გიგა კვენეტაძე ნიკა გვარამიას - „გამზრდელი დედა არ გეუბნებათ, რომ უზრდელი ხართ და...“ (+ვიდეო)

16:33 03-06-2018
4623

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, გიგა კვენეტაძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქეთა თოფურიას, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებს.

„პირდაპირ ვთქვათ - ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მოვ...ან დედა“. - წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და სტატიას აზიარებს. სტატიაში წერია, რომ ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

გიგა კვენეტაძე ამ პოსტმა გააღიაზიანა და ვიდეო მიმართვა გაავრცელა სოციალურ ქსელში. მიმართვაში მომღერალი ნიკა გვარამიას მიმართავს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი