ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება

15:04 03-05-2018
43

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განაცხადებით, რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

მიმინოშვილის განმარტებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაციაც 5 მარტიდან იწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ. 

 

ნინო რაზმაძე