ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლევან იოსელიანი

საზოგადოება 1713296593

სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით - ომბუდსმენი

„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს:„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713296379

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს.„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის“, - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ქალი

საზოგადოება 1713296352

„არც კი იცოდი თუ ტყუპები შეგეძინა…“ - გარდაიცვალა ქალი, რომელიც ნანატრ შვილს 23 წელი ელოდებოდა

ახალგაზრდა ქალი ხათუნა შაინიძე ტრაგიკულად დაიღუპა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, ქალი, სოფელი ლეღვადან, 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპებს, გოგო-ბიჭს ელოდებოდა.მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, ორსულობის გართულებამ გამოიწვია.„ჩემო ხათუ, ეს რა დაგემართა, როგორ დატოვე შენი 23 წლის ნანატრი შვილები. ისე გაგვიფრინდი არც კი იცოდი თუ შვილები შეგეძინა, 2 პატარა ანგელოზები უდედოდ დატოვე და წახვედი“.„ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ და წახვედი. ვერ დავიჯერებ რომ ისედატოვე 23 წლის ნანატრი შვილები, ვერც კი დაინახე, ჩემო საყვარელო თბილო და მხიარულო გოგო, სიტყვებით ვერ აღწერ ისე მეტკინა გული. ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები შენი შვილებისთვის ხათუ“, - წერენ ახლობლები.

პოლიციელი

საზოგადოება 1713296082

აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაშავდა

რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, კანონდარღვევისთვის, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 11 პირი.უწყება აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.

სალტა

მსოფლიო 1713295762

პირველი ცოლი შვილის წერილს ასაჯაროებს - "მამა საშინელი კაცია...მენატრები..." - წამებით მოკლული 31 წლის გოგოს საქმე

ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.”მამა საშინელი ადამიანია!”- ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ბიშიმბაევის ქალიშვილმა სიკვდილის შემდეგ სალტანატს. წარსულში, კუანდიკ ბიშიმბაევი დაქორწინებული იყო ნაზიმ კაჰარმანზე, რომელთანაც მას ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინა. წყვილი 14 წელი იყო დაქორწინებული. თავად ნაზიმ დმიატ6ოვა კუანდიკი.კაჰარმანმა აღიარა, რომ ბიშიმბაევი მასზე გამუდმებით ახდენდა ზეწოლას:  „ეს, უბრალოდ, საშინელებაა! საწყალი გოგო! გამუდმებით დასცინოდა, ბოლოს კი სასტიკად მოკლა“, - დაწერა ნაზიმ კაჰარმანმა პირად ბლოგში. - კლასიკა!  რომ ყველაფერი ქალის ბრალია! ვუსმენდი მის მაცდუნებელ ხმას, რომელიც ამბობდა, რომ რაც მემართებოდა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ის მაგარი იყო...“ნაზიმმა ასევე დაწერა, რომ მის შვილებს სალტასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და დიდი სიამოვნებით ატარებდნენ დროს. ამის დასამტკიცებლად კაჰარმანმა გამოაქვეყნა ქალიშვილის მიმოწერა ნუკენოვასთან, რომელიც გოგონამ სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისწერა სალტანატს.  „ძალიან მენატრები, მამა საშინელი ადამიანია. ქალების ცემა საშინელი და სამარცხვინოა. Მიყვარხარ!".კუანდიკმა სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს მოკლა , ასტანაში, საკუთარ რესტორანში "Bau".სკანდალური სასამართლო პირდაპირი ეთერით გადაიცემა.