აბიტურიენტებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მივიღებთ - მაია მიმინოშვილი

15:47 03-03-2018
40

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი  ფოთში  აბიტურიენტებს შეხვდა. მისი განცხადებით, ცენტრი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც უპირველს ყოვლისა აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები.

„ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია. არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი რაზეც მათ უნდა იფიქრონ არის მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.