ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად,1%-ით შევამციროთ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა - ამირან გამყრელიძე

14:47 02-28-2018
34

"ჩვენი მიზანია ყოველწიურად შემცირდეს მწეველთა რიცხვი ქვეყანაში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"თამბაქო 21- საუკუნის ყველაზე დიდ მკვლელადაა აღიარებული. თამბაქოზე მოდის მსოფლიოში სიკვდილიანობის თითქმის 10%. საქართველოში ჩვენ ეს ციფრი უფრო მაღალი გვაქვს, რამეთუ 31 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. აქედან 2500 არის პასიური მწეველი დანარჩენი აქტიური. ამის გამო ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკი ფაქტორი არაგადამდები დაავადებების განვითარების. ამიტომ, 2003 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს . ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც შევუერთდით. ჩვენს კანონში შევიდა ცვლილებები გასულ წელს და ახლა ყველაფერი იმაზეა როგორ აღსრულდება კანონმდებლობა. ჩვენი სამიზნეა რომ ყოველწლიურად 1%-ით ვამციროთ მწეველთა რაოდენობა",-განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე