"გვჯერა, რომ "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვით, ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ"- დავით სერგეენკო

14:41 02-28-2018
35

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თამბაქოს აკრძალვის კამპანიაზე ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სჯერა, რომ თამბაქოს კონტროლი ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს.

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და კერძოდ ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის. მთავარი ამოცანაა საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის რა მძიმე დაავადებებს იწვევს, შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება იმ მიღწევებს შორის, როგორიცაა მაგალითად ახალი პრეპარატის აღმოჩენა და .. გვჯერა, რომ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ",- განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე