,,სელფის გადაღება მთხოვა’’- რას ყვება დოდო გუგეშაშვილი თავდამსხმელზე?

13:00 02-26-2018
42

 სამი კვირა გავიდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმიდან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვინ გაუსწორდა ,,მხედრიონის’’ ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს და მის ვაჟს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა დოდო გუგეშაშვილს ერთობლივი ფოტოს გადაღება სთხოვა, თუმცა, მან ამ თხოვნაზე უარი უთხრა. ამასთან დაკავშირებით, ,,პრაიმტაიმთან’’ დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა.

,,კი ბატონო,  ეს სიმართლესთან  არის  ახლოს. მან  ნამდვილად  მთხოვა  სელფის  გადაღება. მე  ვკითხე,  რა  საჭირო  იყო  ეს  სელფი.  მითხრა  უნდა  გავუგზავნო  ჩემს  თურქ პარტნიორს,  რომ  ის  დარწმუნდეს,  რა  ცნობილი  ადამიანი  ხარ  და  ნამდვილად  შეგიძლია შენი  კონტაქტებით  მისი  დახმარებაო.  საუბარია   უკრაინაში  შეძენილი  ქარვის  ქვების აეროპორტამდე  უსაფრთხო  ტრანსპორტირებაზე.  ვიცი,  რომ  ნებისმიერ  ქვეყანაში,  მით უმეტეს  ომის  დროს  არის კერძო  დაცვის  სამსახურები, რომელიც  შეგიძლია, დაიქირავო და ტვირთის  თუ  პიროვნების   დაცვა  ამ  გზით  უზრუნველყო.  სწორედ,  ამ საკითხს ვაზუსტებდი  ჩემს მეგობართან, რომელიც  უკრაინაში  ცხოვრობს,  ანუ ვარკვევდი, თუ იყო კიევში  დაცვის  კერძო  სამსახური,  რომელიც  ამ  პიროვნებას მაღაზიებში შეძენილი ნაკეთობების  აეროპორტამდე  ტრანსპორტირებაში   დაეხმარებოდა.  მან მითხრა,  რომ კი, არის  ასეთი  დაწესებულებები,  რომლებთანაც  ოფიციალურ  ხელშეკრულებას  აფორმებენ და  საათობრივად  შეგიძლია  მათი  მომსახურებით  ისარგებლო...   მე ვუთხარი, არაფერში არ  მჭირდება  ეს  სელფი-მეთქი. ეს  ყველაფერი  ხდება  ამ  დონეზე  და  არანაირი  სურვილი არ  მაქვს  საქმეში  ჩემი  ჩართვის-მეთქი. ’’- აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.