დღეს იმ უნივერსიტეტების სია გამოქვეყნდება, რომლებიც აკრედიტაციაშეჩერებული პროგრამების სტუდენტებს მიიღებენ

11:41 02-26-2018
37

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღეს გამოქვეყნდება იმ უნივერსიტეტების სია, რომლებიც აკრედიტაციაშეჩერებული პროგრამის სტუდენტებს მობილობით მიიღებენ.

როგორც ცენტრში ,,პრაიმტაიმს" განუცხადეს, არც ერთი სტუდენტი უნივერსიტეტის გარეთ არ დარჩება. 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რიგგარეშე მობილობით სარგებლობის უფლება სტუდენტებს ექნებათ არა მხოლოდ დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, არამედ, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმების დროს.

  შესაბამისად, სტუდენტები რიგგარეშე მობილობის გზით სწავლას გააგრძელებენ სხვა ავტორიზებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის აკრედიტირებულ პროგრამებზე“, – განგვიმარტეს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი