გავრცელებული ინფორმაციით, შეყვარებულმა ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა აღიარა

19:13 02-22-2018
141

გავრცელებული ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილის შეყვარებულმა მისი მკვლელობა აღიარა. ბრალდებული ამ დროისთვის კვლავ დაკითხვაზე იმყოფება. 

არსებული ინფორმაციის, გადამოწმება ,,პრაიმტაიმმა" შსს-ში სცადა. უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიას, თემქის დასახლებაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იპოვნეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ყელი აქვს გამოჭრილი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.